ნაშრომი ეძღვნება საქართველოს აგროექსპორტის თანამედროვე მდგომარეობის შესწავლას.
აგრარული წარმოება თანდათანობით ხდება გლობალური ბაზრის შემადგენელი ნაწილი,
რაც ითხოვს საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქტების შესაბამისობას საერ-
თაშორისო სტანდარტებთან. ამ მიზნის მისაღწევად საჭიროა შეიქმნას ისეთი გარემო, რომელიც
ქართულ აგრარულ საწარმოებს მისცემს მათ ხელთ არსებული რესურსული პოტენციალის
ამოქმედებისა და დამატებითი რესურსების მოზიდვის შესაძლებლობას, რათა გააძლიერონ
პოზიციები არა მარტო შიდა სასურსათო ბაზარზე, არამედ აქტიურად ჩაერთონ მსოფლიო
სასურსათო ბაზრის ფორმირებაში. ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიჩვენეს, რომ ამ მიმარ-
თულებით მეტად მნიშვნელოვანია შეთანხმება ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო
სივრცის შესახებ (DCFTA). იგი ხელს შეუწყობს ბაზრების დივერსიფიკაციის პოლიტიკის
განხორციელებას.