ფერმაში მართვის ძირითადი სიმძიმე აწვება უშუალოდ ფერმერს, ან მატერიალურად დაინტერესებულ პირს, რომელიც ანალიზს უკეთებს და საზღვრავს თუ როგორ უნდა დაიგეგ-მოს მისი მეურნეობის განვითარება მომავალში. აღსანიშნავია, რომ ის ცდილობს შესაძლებ-ლობის ფარგლებში თვითონ შეადგინოს თავისი მეურნეობის განვითარების პროგნოზი, მაგრამ თუ ფერმერს არ გააჩნია სპეციალური ცოდნა დაგეგმვაზე და იგი რისკთან არის დაკავშირე-ბული მაშინ ფერმერი ყოველ ღონეს ხმარობს მოიპოვოს ყველა საჭირო ხელმისაწვდომი და სწორი ინფორმაცია, გეგმების შესრულების პერიოდსა და პროდუქციის წარმოებაზე. ამი-სათვის საჭიროაფინანსები განაწილდეს იმ ღონისძიებებს შორის, რომლებსაც უფრო მეტი მოგების მოტანა შეუძლიათ. ამასთან ერთად, დაზუსტდება შესაბამისობა ფულად საშუალე-ბებსა და მიმდინარე საჭიროებებს შორის, დანახარჯების დაფარვასა, გადასახადის გადახდი-სუნარიანობის ვადებსა და დაფინანსებისთვის საჭირო კაპიტალს შორის.