წინამდებარე სტატიაში განხილულია მოსახლეობის სურსათით უზრუნველყოფის პრობ-ლემა, რომელიც XX1-ე საუკუნის ერთ-ერთი მთავარი გადაუჭრელი საკითხია. თანამედროვე მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის პირობებში, ეროვნულ მეურნეობათა ლიბერალიზაცი-ამ საფრთხე შეუქმნა ცალკეული ქვეყნის ეკონომიკის მდგრადობას, ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას, სამხედრო, ფინანსურ, ენერგეტიკულ, სასურსათო და სხვა სახის დამოუკიდებლობას. ეს კი დამანგრეველ გავლენას ახდენს საერთაშორისო სტაბლურობაზე, ცალკეული ქვეყნის სასურსათო უსაფრთხოებაზე. სასურსათო უსაფრთხოება გამოსახავს ქვეყ-ნის ეკონომიკის უნარს დააკმაყოფილოს მოსახლეობის მოთხოვნილება სტაბილური, საკმა-რისი და ხელმისაწვდომი, ეკოლოგიურად სუფთა სურსათით.