სტატიაში განხილულია თვლიანი ტრაქტორის მრუდწირული მოძრაობის ამოცანა და საკურსო
მდგრადობის უზრუნველყოფის საკითხები, როგორც სწორი რელიეფის, ისე ფერდობზე მუ-
შაობის პირობებში. ძირითადი ყურადღება დათმობილი აქვს შემავალი პარამეტრების: მართვადი
თვლების მობრუნებისა და ფერდობის განივი დახრის კუთხეების ცვლილებისას გამომავალი პარამეტრების
განივი გადახრის კოორდინატისა და საკურსო კუთხის რეგულირების პირობების
დადგენას. ამასთან დასაბუთებულია, რომ მრუდწირული მოძრაობის ექსტრემალურ პირობებში,
როდესაც მძღოლ-ოპერარორის ჩარევა ნაკლებად ეფექტურია და საჭიროა გამოყენებული იქნას
ავტომატიზირებული მარეგულირებელი სისტემები, საბორტო მოწყობილობების სახით.