სასტუმრო ინდუსტრიის ფუნქციონირება ორგანულად დაკავშირებულია კვების საწარმოებთან,
რომელთა საქმიანობის მთავარი მიზანია მაქსიმალურად დააკმაყოფილონ ადამიანის
მოთხოვნილება კვებაზე.
კვების საწარმოების ტიპებია: რესტორანი, ბარი, კაფე, სასადილო, სასაუზმე. ნიშანდობლივია,
რომ საქართველოში რესტორნებში კვებითი მომსახურების ხარისხი უმჯობესდება.
„საწოლი და საუზმე“, რომელსაც ხშირად დიდ ბრიტანულ მოვლენას უწოდებენ, მთელს
მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა. სასტუმროებში საუზმისას, სადილისა და ვახშმის ორგანიზებისას
გამოიყენება მომსახურების სხვადასხვა მეთოდები: ა-ლა კარტი, ა-პარტი, შვედური მაგიდა,
სასტუმროს ნომერში მომსახურება.
სტატიაში წარმოდგენილია მსოფლიოს ძვირადღირებული ნომრებისა და ყველაზე ძვირადღირებული
კერძების ტოპ ათეული