ტურიზმის მნიშვნელობა დიდია ნებისმიერი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში. რაც შეეხება
აგროტურიზმს იგი გვევლინება ეფექტურ საშუალებად, რათა განაახლოს და გააუმჯობესოს ჩამორ-
ჩენილი სასოფლო–სამეურნეო რაიონები. შექმნას ახალი სამუშაო ადგილები, გაიზარდოს სამუშაოს
მრავალფეროვნება, მომსახურების დონე და ცხოვრების პირობები. იგი პირდაპირ ზემოქმედებას ახ-
დენს სასოფლო სამეურნეო საქმიანობის განვითარებაზე, ხდება ფერმერებისა თუ სოფლის მოსახ-
ლეობის კულტურული ინფორმაციის მიწოდების გაფართოება, პეიზაჟებისა და ბუნების მოვლა,
ხალხური რეწვის საქმიანობის განვითარება.