ნაშრომი ეძღვნება იმერეთის სასოფლო–სამეურნეო წარმოების თანამედროვე მდგომარეობის შესწავლას. სოფლის მეურნეობა იმერეთის მხარის ერთ–ერთი მნიშვნელოვან დარგს წარმოადგენს, რომელიც საბაზრო ურთიერთობების ფორმირების პროცესში თავისუფალ ბაზარზე ორიენტირე-ბულ დარგად ჩამოყალიბდა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ გეგმიანი ეკონომიკიდან საბაზრო ეკო-ნომიკაზე გადასვლა, ისევე, როგორც მთლიანად ქვეყანაში, იმერეთის რეგიონშიც მეტად მტკივნეუ-ლად განხორციელდა.
ჩატარებულმა სამუშაოებმა გვიჩვენეს, რომ იმერეთში სასოფლო–სამეურნეო წარმოების დონე არ არის დამაკმაყოფილებელი. ჯერ კიდევ არ არის სრულად გამოვლენილი და ამოქმედებული დარგში არსებული რეზერვები; არ არის დამუშავებული და რეალიზებული ანტიკრიზისული ღო-ნისძიებები და ა.შ. ყოველივე ამის და კიდევ სხვა ღონისძიებების ჩატარება კი უზრუნველყოფს დარგის სტაბილურ განვითარებას.