ქუჩების გამწვანება-კეთილმოწყობის საკითხების გადასაჭრელად საჭიროა მნიშვნელოვანი ყურადღება მიექცეს ფლორისტულ გაფორმებას და მცენარეთა მხატვრული კომპოზიციების მაღალ დონეზე გადაწყვეტას. ამ მიზნით შესწავლილ იქნა ქ. ქუთაისში ასათიანის ქუჩის გეგმარების და გამწვანების რეკონსტრუქცია. რეკონსტრუქციის დროს მაქსიმალურად იქნა შენარჩუნებული ქუ-ჩის გაზონებზე არსებული ჰიმალაის კედრების რიგობრივი ნარგაობა ქუჩის ორივე მხარეზე. იგივე სახეობას დავამატებთ ქუჩის აღმოსავლეთით ერთ-ერთ მონაკვეთზე.Kკედრების ხეივნის ეფექტის გაძლიერების მიზნით სრულიად ახალი ნარგაობა შეიქმნა ჭავჭავაძის გამზირიდან ბოლო ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლამდე ჭადრისფოთლება ნეკერჩხლებით.Aასევე ვით-ვალისწინებთ ასათიანის ქუჩის გამწვანებას აღმაშენებლის გამზირიდან სამკერვალო ფაბრიკის დასახლებამდე და დასავლეთით. სულ დამატებული ხე-მცენარეთაA რაოდენობა შეადგენს 264 ძირს. Aაქედან წიწვოვნებზე მოდის 30 ძირი, ფოთლოვან მცენარეებზე კი 234 ძირი.