გეოგრაფიული ზონების სინათლის რეჟიმის თავისებურება განაპირობებს მათი ლანდშაფტის ხასიათს. შუქ-ჩრდილი გამოავლენს სივრცობრივი ფორმების მოცულობებს, განაპირობებს გარემოს ფერადოვან აღქმას, ქმნის მზით განათებული სივრცეების და დაჩრდილული ნარგავების კონ-ტრასტს. პეიზაჟის მხატვრული გამომსახველობა დიდად არის დამოკიდებული მთელი კომპოზიცი-ის ორიენტაციაზე ჰორიზონტის მხარეების მიმართ. მზის სხივების დაცემის კუთხის ცვალებადო-ბასთან ერთად მნიშვნელოვნად იცვლება პეიზაჟების და მათი ელემენტების სივრცობრივ-მოცულო-ბითი მახასიათებლები. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს პეიზაჟების და მათი ელემენტების ხე-ლოვნურ განათებას საღამოს და ღამის პერიოდში.