2022 წლის 18 და 19 ნოემბერს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ ინიციატივითა და ფინანსური მხარდაჭერით ჩატარდა მეორე საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“, რომელიც წარმატებით განხორციელდა.
მონაწილეებს მიესალმნენ:
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის აკადემიკოსი, პროფესორი ბატონი როლანდ კოპალიანი;
-აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანი, ასოცირებული პროფესორი, ქალბატონი მარიეტა თაბაგარი.
- იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ქალბატონი როზა ლორთქიფანიძე;
- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი პროფესორი ქალბატონი ქეთევან კინწურაშვილი და სხვა.
კონფერენციაში მონაწილეობას ღებულობდნენ როგორც უცხო ქვეყნის წარმომადგენლები (რომელთა ონლაინ ჩართვა განხორციელდა სხვადასხვა ქვეყნებიდან: თურქეთი, ნორვეგია, პოლონეთი და უკრაინა), ასევე საქართველოს სხვადსახვა უმაღლესი სასწავლებლების, კვლევითი ცენტრებისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღიდან მოწვეული სტუმრები.
კონფერენციის პირველ დღეს ჩატარდა პლენარული და სექციური მუშაობა, რომლის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ნაშრომთა კრებული და სერთიფიკატები.
სტუმრები და კონფერენციის ორგანიზატორები მეორე დღეს ესტუმრნენ ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმს დიდ ჯიხაიში, სადაც მათ გიდობა გაუწია მუზეუმის დირექტორმა გიორგი ფანცულაიამ.
კონფერენცია დასრულდა შთაბეჭდილებებისა და სამომავლოდ ახალი იდეების გაზიარებით.
ორდღიანი კონფერენციის მნიშვნელოვანი მასალები ფირზე აღბეჭდა გიორგი კილაძემ და ანა ჯიქიამ
მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ახალი ინიციატივები” პროგრამა
მეორე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ახალი ინიციატივები” შრომები