აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე 2023 წლის 25 მაისს ჩატარდა უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი სტუდენტთა სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „მომავლის მეცნიერები“ ერთობლივად „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციასთან“ ერთად (ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით),უნივერსტეტის სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის რექტორის ბატონ შალვა კირთაძის თავმჯდომარეობით. უნივერსიტეტის რექტორი მიესალმა კონფერენციის მონაწილეებს, ისაუბრა კონფერნციის მნიშვნელობაზე და იმ ტრადიციებზე, რაც ამ მიმართულებით გააჩნია უნივერსიტეტს. ბოლოს ყველა მონაწილეს მიულოცა ამაღლების დღესასწაული, საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და წარმატებული საქმიანობა უსურვა მათ.
კონფერენციის მონაწილეებს, რომელთა შორის იყვნენ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის; ბიზნესის სამართლისა და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თელავის იაკობ გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თავად აგრარული ფაკულტეტის წარმომადგენლები, მიესალმნენ:
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, ასოც.პროფესორი ეკატერინე გაჩეჩილაძე; სასწავლო პროცესების მართვის სამსახურის უფროსი პროფესორი იმერ ბასილაძე, რომელმაც მიმდინარე კონფერენციასთან საინტერესო პარალელები გაავლო უნივერსიტეტში კონფერენციების გამართვის ისტორიიდან;
კონფერენციის როლსა და მნიშვნელობაზე ისაუბრეს: იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარემ, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა როზა ლორთქიფანიძემ; აგრარული ფაკულტეტის დეკანმა ასოც.პროფესორმა მარიეტა თაბაგარმა, ფაკულტეტის სარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფრსმა,პროფესორმა ქეთევან კინწურაშვილმა. აგრარული ფაკულტეტის სამეცნიერო მიმართულებით საქმიანობის და სტუდენტთა დამოკიდებულების შესახებ ისაუბრა ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოც.პროფესორმა ემზარ გორდაძემ.
კონფერენციამ პლენარული სხდომის შემდეგ მუშაობა გააგრძელა ორ სექციად:1.აგრარული (სექციის ხელმძღვანელი-პროფესორი როზა ლორთქიფანიძე; თავმჯდომარე-პროგრამის „აგრონომია“ სტუდენტი-რუსუდან ცქიფურიშვილი და 2.ინეტრდისციპლინარული (სექციის ხელმძღვანელი-პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი; თავმჯდომარე-პროგრამის „ტექნიკური სისტემების და ტექნოლოგიები აგრობიზნესში“ სტუდენტი-ვაჟა დანელია)
კონფერენციის მონაწილეებს რეგისტრაციის დროს დაურიგდათ სასაჩუქრე პაკეტი კონფერენციის პროგრამითა და გამოქვეყნებული შრომათა კრებულით, ხოლო დასასრულს გადაეცათ კონფერენციის მონაწილის სერთიფიკატი.

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია -„მომავლის მეცნიერები“ მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი პროგრმა

სტუდენტთა სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენცია -„მომავლის მეცნიერები“ მიძღვნილი აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 90 წლის იუბილესადმი შრომები