14-15 11.2024 აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარულ ფაკულტეტზე „იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა მესამე საერთაშორისო სამეცნიერო - პრაქტიკული კონფერენცია „ახალი ინიციატივები“, რომელიც წარმატებით განხორციელდა.
კონფერენცია გახსნა- აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის დეკანმა, ასოცირებულმა პროფესორმა, მარიეტა თაბაგარმა.
კონფერენციის ქართველ და უცხოელ მონაწილეებს სიტყვით მიესალმნენ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, ბატონი შალვა კირთაძე; საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიიის აკადემიკოსი, პროფესორი როლანდ კოპალიანი; აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი, პროფესორი ქეთევან კინწურაშვილი. აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის აგრარული ფაკულტეტის აგრონომიულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, იმერეთის აგროეკოლოგიური ასოციაციის თავმჯდომარე, პროფესორი როზა ლორთქიფანიძე.
აქტუალური და საინტერესო მოხსენებები წარმოადგინა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის, იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა. ასევე საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრისა და ქუთაისის ბოტანიკური ბაღის მეცნიერ თანამშრომლებმა.
საერთაშორისო კონფერენციაში ქართველ კოლეგებთან ერთად მონაწილეობდნენ თურქეთიდან (ართვინის, ტრაბზონის სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პოლონეთიდან (კროსნოს სახელმწიფო უნივერსიტეტი) ჩამოსული სტუმრები.
ღონისძიების პირველ დღეს წარიმართა პლენარული და სექციური მუშაობა, რომლის დასასრულს მონაწილეებს გადაეცათ ნაშრომთა კრებული და სერტიფიკატები, მეორე დღეს კონფერენციის მონაწილეთათვის გაიმართა კულტურული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მათ მოინახულეს ოტია იოსელიანის სახლ-მუზეუმი.
--
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ახალი ინიციატივები” პროგრმა
მესამე საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია “ახალი ინიციატივები” შრომები