მევენახეობასა და მეღვინეობას საქართველოში მეტად მდიდარი ისტორიული წარსული აქვს. სოფლის მეურნეობის ამ მნიშვნელოვან დარგს მისდევენ თითქმის ყველა რეგიონში, გარდა მაღალ-მთიანი ზონისა, მაგრამ მიღებული პროდუქციის ხარისხობრივი მაჩვენებლებით ყურადღებას იპყ-რობს კახეთი, ქართლი, იმერეთი და რაჭა- ლეჩხუმი. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ამ დარგს აგ-რეთვე სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და აფხაზეთში.