სტატიაში განხილულია ეთერზეთოვანი ვარდის კულტურის მნიშვნელობა, პერსპექტივა და საქართველოს რეგიონებში ამ კულტურის საწარმოოდ გავრცელების ტენდენცია. ეთერზეთოვანი ვარდის ნერგებზე გაზრდილი მოთხოვნილების გამო განხილულია კალმების დაფესვიანებით ნერ-გების მიღების წესი და ვარდის სხვადასხვა ჯიშების კალმების დაფესვიანების უნარიანობის შესწავ-ლის შედეგები. კვლევის შედეგად გამოვლენილია კალმების დაფესვიანების მაღალი უნარის მქონე ჯიშები: ყირიმის წითელი და კაზანლიკური ვარდისფერი ვარდი