ლიმონის მცენარეების მალსეკოგამძლეობა წარმოადგენს მსოფლიო პრობლემას, რომლის გა-დაჭრაზე ძირითადად მუშაობენ იტალიელი და ქართველი მეცნიერები. ამ მიმართულებით აღსა-ნიშნავია სსმი–ს გენეტიკისა და სელექციის კათედრა, სადაც მე–20 საუკუნის ბოლო პერიოდში მი-ღებულია ლიმონის მალსეკოგამძლე, შედარებით ყინვაგამძლე, უხვმოსავლიანი და კარგი ხარისხის ნაყოფების მომცემი ჯიში „დიოსკურია“.
ლიმონის ჯიშების: ქართული, მეიერი და დიოსკურიას სამწლიანი მცენარეების შტამბისა და ტოტების გამძლეობის დადგენის მიზნით ლაბორატორიულ პირობებში 2010, 2011 და 2012 წლებში ვატარებდით ხელოვნურ დასენიანებას სოკო ფომა ტრახეიფილათი. ცდის შედეგები გვიჩვენებენ, რომ შესადარებელ ჯიშებს შორის ყველაზე ნაკლებად დაზიანდა ლიმონი დიოსკურია, შემდეგ მო-დის მეიერი, ხოლო ლიმონ ქართულს საერთოდ არ გააჩნია აღნიშნული დაავადების მიმართ გამ-ძლეობა