საქართველოში მოშენებულია ბზის ოთხი უცხოური სახეობა. გარდა ამისა კავკასიაში ბუნებ-რივად გვხვდება ორი რელიქტური სახეობა: ჰირკანული ბზა (Buxus hyrcana) და კოლხური ბზა (Buxus colchica), ეს უკანასკნელი განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს და შეტანილია საქართველოს „წითელ წიგნში“.
ბზის დაუნდობელი მტერია, მავნებელი - ბზის ალურა (Cydalima perspectalis), რომელიც სა-ქართველოს ტერიტორიაზე 2014 წლიდან შემოიჭრა და დასავლეთ საქართველოში ბზის კორომები განადგურების პირას მიიყვანა, რაც სპეციალისტების მხრიდან ეკოლოგიურ კატასტროფად შეფას-და.
2016 წელს ჩვენს მიერ აღმოსავლეთ საქართველოში -კახეთის რეგიონში დაფიქსირდა ბზის ალურას გავრცელება კერობრივად, რაც მასობრივი გავრცელების წინაპირობაა და ჯეროვან ყურა-დღებას საჭიროებს.