სტატიაში მოყვანია ავტორების მიერ შესრულებული ტერარიუმის შექმნის ძირითადი მე-თოდები. ტერარიუმი წარმოადგენს სხვადასხვა ფორმის და ზომის გამჭვირვალე, დახურულ სივრცეში შექმნილ მინიატურულ ბაღს, რომელშიც მყარდება ჟანგბადის, ნახშირორჟანგის და ტენიანობის გარკვეული წონაწორობა. ტერარიუმში მცენარეები ირგვება სტერილურ სუბ-სტრატზე. ასეთ ბაღში შეიძლება გაიზარდოს მრავალი ნაზი დაბალმოზარდი ოთახის მცენარე-ების გარკვეული ასორტიმენტი. ტერარიუმის მოსაწყობად იყენებენ ბოთლებს, ბოცებს, აკვა-რიუმებს, ან დიდი ზომის და ფორმის მინის ჭურჭლებს.