ეთერზეთოვანი ვარდის ყვავილები შეიცავს უმაღლესი ხარისხის ეთეროვან ზეთს, საქარ-თველოში ეთერზეთოვანი ვარდის საწარმოო პლანტაციები გაშენებულია აღმოსავლეთ საქართვე-ლოში (ლაგოდეხის რაიონი), მცირე საცდელი ნარგაობები კი სენაკის რაიონში (დასავლეთ საქარ-თველო). განსხვავებულ კლიმატურ პირობებში ეთერზეთოვანი ვარდის ზრდა–განვითარების ხასი-ათი განსხვავებულად მიმდინარეობს. ეთერზეთოვანი ვარდის საწარმოო ჯიშ ყირიმის წითელზე ჩა-ტარებული დაკვირვების შედეგად დადგენილია, რომ უკეთესი ზრდითა და მაღალი მოსავლია-ნობით ვარდები გამოირჩევა აღმოსავლეთ საქართველოში-24,6 ც/ჰა, ხოლო დასავლეთ საქართვე-ლოში მისი მოსავლიანობა შედარებით დაბალია და შეადგენს – 14,3 ც/ჰა.