თესლბრუნვა მიწათმოქმედების სისტემის ძირითადი ელემენტია. მიწათმოქმედების ყველა სისტემა, ანეულიანი სისტემის ჩათვლით ატარებს იმ თესლბრუნვის სახელწოდებას, რომელიც მას ახასიათებს.
თესლბრუნვა არის სასოფლო-სამეურნეო კულტურების მეცნიერულად დასაბუთებული მო-ნაცვლეობა თანატოლ მინდვრებად დაყოფილ მიწის ფართობზე. ის როგორც წესი ციკლურად მიმ-დინარეობს დროსა და სივრცეში. თესლბრუნვაში კულტურების ერთი ბიჯი როტაციაა. თესლბრუნ-ვა ითვლება ნაკვეთების რენტაბელობის ამაღლების ერთ-ერთ წარმატებულ ხერხად.