იმერეთის რეგიონი გამოირჩევა ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნებით, რასაც მისი რელიეფი განსაზღვრავს, მისთვის დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული ვერტიკალური ზონალობა და მთა-გორიანი რელიეფის სიჭარბე. ნიადაგურ კლიმატური პირობების აღნიშნუ-ლიდან გამომდინარე რეგიონი ჩამოყალიბებულია: მთის და ბარის ნიადაგურ ოლქებად.
მთის ნიადაგურ ოქლში გვხვდება: მთა-მდელოს ალპური და მთა მდელოს სუბალპური ნიადაგები, მთა-ტყეთა ნიადაგები-ყომრალები; გორაკ-ბორცვიანი, მთის წინების-ნეშომპალა-კარ-ბონატული წითელმიწა-ტიპიური, ყვითელმიწა-ნიადაგები. რაც შეეხება ნიადაგურ კლიმატური პირობებისთვის დამახასიათებელ მცენარეულობას, რეგიონში კარგადაა გამოხატული მცენარეუ-ლობის ვერტიკალური ზონალობა. დღევანდელი მდგომარეობით იმერეთში გამოიყოფა 4 ძირი-თადი ოლქი: 1.ვაკე-იმერეთი, 2.ცენტრალური იმერეთი, 3.მთიანი იმერეთი, 4.ზემო იმერეთი. იმერეთის რეგიონის სპეციალიზაციის დარგებია: მევენახეობა, მემარცვლეობა, მებოსტნეობა, მე-ბაღჩეობა, მეჩაიეობა. აგროკლიმატური რესურსები ხელს უწყობს მესაქონლეობის, მეფრინველე-ობის, მეფუტკრეობის, მეაბრეშუმეობის განვითარებას.