ციტრუსოვნები კომპლექსური გამოყენების მცენარეებია. პირველ რიგში ისინი სუბტროპი-კულ ხეხილოვნებს წარმოადგენენ, ამავე დროს ეთერზეთოვანი მცენარეებიცაა. ციტრუსოვანი კულ-ტურების ყველა ორგანოდან მიიღება სხვადასხვა დასახელების ეთეროვანი ზეთი. ნაშრომში მოცე-მულია: ლიმონის, ფორთოხლის, მანდარინის, ნარინჯის, ბერგამოტის ყვავილებში, ფოთლებში, ყლორტებში, ნაყოფის კანში ეთერზეთის პროცენტული შემცველობა და სახეები: ეთერზეთის კომ-პონენტების შემადგენლობა; ეთერზეთების საჰექტარო მოსავალი და გამოყენება საპარფიუმერიო წარმოებასა და სამკურნალო მიზნით