საბაზრო ეკონომიკაზე მყოფი ყველა ქვეყნისათვის და მათ შორის საქართველოსთვის, რომ-ლის ეროვნული მეურნეობის აღორძინების პროცესი უაღრესად მძიმე ექსტრემალურ პირობებში მიმდინარეობს, უპირველესი მნიშვნელობის ამოცანას წარმოადგენს მოსახლეობის სურსათზე დაკ-მაყოფილება. ამ პრობლემის ნაწილობრივი გადაწყვეტა და სიღარიბის დაძლევა პრაქტიკულად შე-უძლებელია ეროვნული ეკონომიკისა და მისი ერთ-ერთი ძირითადი რგოლის აგროსასურსათო სექ-ტორის საბაზრო ეკონომიკის პრინციპებთან ადაპტირების, ინტესიური და მდგრადი განვითარების გარეშე, რისთვისაც სწორად და მიზნობრივად უნდა იქნეს გამოყენებული საქართველოს სოფლის მეურნეობაში არსებული წყლის რესურსები და დარეგულირდეს მასთან დაკავშრებული პრობლემე-ბი, მოხდეს წყლის დაცვითი ღონისძიებების განხორციელება.