ვიდეოეკოლოგია სწავლობს ვიზუალური გარემოს გავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და ფსიქიკაზე. ლიტერატურაში თვალის სწრაფ მოძრაობებს „საკადებს“ უწოდებენ. მარჯვენა და მარ-ცხენა თვალის „საკადები“ სრულად სინქრონულია, აქვთ ერთნაირი ამპლიტუდა და მიმართულება, უშუალოდ წამში ხდება ორი საკადა. კვლევებით დადგენილია, რომ ჰომოგენური ან აგრესიული ვი-ზუალური გარემოს დროს თვალო ნორმალურად ვერ აღიქვამს გარემოს, ქრება ვიზუალური სივ-რცის ინფორმატიულობა, რაც იწვევს ცენტრალურ ნერვიულ სისტემაში პროცესების დარღვევას, დისკომფორტს და აგრესიულობას. ვიზუალური გარემოს მოწესრიგებასა და გალამაზებაში მნიშვნე-ლოვანი წილი გამწვანებას ეკუთვნის, რადგანაც მწვანე ნარგაობა არა მარტო სასიამოვნოა თვალი-სათვის, არამედ აახლოვებს ურბანიზირებულ გარემოს ბუნებრივთან რაც ასე მნიშვნელოვანია ადა-მიანისათვის.