ტყის რესურსის მნიშვნელობა შეუფასებელია დედამიწაზე. იგი დღეს ბიოსფეროს ყველაზე უფრო პროდუქტიული ეკოსისტემაა რომლის ბიომასა მნიშვნელოვნად აღემატება მცენარეთა სხვა ფორმაციების მიერ შექმნილ ბიომასას. საქართველოს ტერიტორიის თითქმის 40% ტყითაა დაფარუ-ლი. ჩვენი ქვეყნის ბიომრავალფეროვნების დიდი ნაწილი უშუალოდ ან არაპირდაპირ ტყის ეკოსის-ტემაზეა დამოკიდებული. 1990 წლის შემდგომ პერიოდში ინტენსიურად დაიწყო საქართველოს ტყეების გამოყენება სამეურნეო მიზნებისათვის. ტყეების გაჩეხვამ, მომრავლებულმა ტყის ხანძრებ-მა, სტიქიურმა მოვლენებმა შეიძლება საფრთხე შეუქმნას ამ რესურსის მდგრად გამოყენებას რაც ეკოლოგიური და ეკონომიკური კატასტროფის საფრთხის წინაშე დააყენებს ქვეყანას.