ნაშრომში წარმოდგენილია აგროტექნიკური ღონისძიებების ეფექტურობა ჩინური აქტინიდი-ის მოსავლიანობაზე საჩხერის მუნიციპალიტეტის პირობებში. აღნიშნული საკითხის შესასწავლად შერჩეული იქნა ოპტიმალური მიკრო-ზონა სოფელ მერჯევში, სადაც აქტინიდიის ნარგავები შედა-რებით მასიურადაა წარმოდგენილი. კვლევა მიმდინარეობდა მსხმოიარე ნარგავებში, ცდის ობიექ-ტზე შესწავლილია ნიადაგის ტიპი, მისი ფიზიკური მახასიათებლები, ძირითადი საკვები ელემენ-ტების შემცველობა, გრუნტის წყლის დონე, ბიომეტრიული მაჩვენებლები. ცდის პერიოდში შერჩე-ულ მცენარეებზე შესწავლილი იქნა ფენოლოგიური ფაზების მიმდინარეობა, წარმოებდა ნიადაგის განოყიერება ორგანული და მინერალური სასუქებით, მიმდინარეობდა ნიადაგის დამუშავება, მულჩირება, სხვლა-ფორმირება, წარმოებდა სამელიორაციო სამუშაოები, ასევე ხდებოდა მოსავლის აღრიცხვა ცალკეული მცენარეების მიხედვით.