საქართველოში დღესდღეობით ნიადაგები იმდენად არის დეგრადირებული, რომ თვით აზოტის დამგროვებელი მცენარეებიც მინერალური სასუქის გამოყენების გარეშე მოსავალს აღარ იძლევა, ანუ მიწაა გაზარმაცებული. გამოფიტული ნიადაგები ვერ უზრუნველყოფენ მცენარის ზრდა-განვითარებას და შესაბამისად მოსავალიც წლიდან-წლამდე მცირდება. ასეთ შემთხვევაში ბუნებრივია ვეძებთ ალტერნატივას.