ნაშრომში მოცემულია ფეიხოას კულტურის სასარგებლო თვისებები. მთელ მსოფლიოში ფეი-ხოა საუკეთესო დიეტურ პროდუქტადაა აღიარებული. მასში არსებულ ცილებსა და ცხიმებს ადამი-ანის ორგანიზმი ადვილად ითვისებს. სპეციალისტთა აზრით, ფეიხოა შეუცვლელია გაციებისა და გრიპის დროს, მასში შემავალი ნივთიერებები აძლიერებს ორგანიზმს, ამაღლებს იმუნიტეტს, ებ-რძვის დეპრესიას. გარდა ამისა, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაო-ბას, აფერხებს სკლეროზის წარმოქმნისა და განვითარების რისკს.
ფეიხოას შემადგენლობაში არსებული ეთერზეთები მას არა მხოლოდ შესანიშნავ არომატს აძ-ლევს, ასევე ვირუსებისაგან იცავს. ზამთარში სასარგებლოა დაქუცმაცებული ნაყოფი შაქართან არე-ული. ნაყოფი მდიდარია იოდით რითაც ყველაზე ძვირფასია ადამიანისათვის.