21-ე საუკუნეში საქართველოს სასურსათო უსაფრთხოება დიდი რისკის ქვეშ დგას. სამწუხაროდ 80-85% სასურსათო პროდუქციის იმპორტი ხორციელდება, მხოლოდ 15-20% ვაკმაყოფილებთ სასურსათო ბაზარს ეროვნული პროდუქციით და 90-იანი წლების შემდეგ დადებითი ბალანსი აღარ გვაქვს. მიგვაჩნია, რომ აღნიშნული პრობლემის მოგვარებას სჭირდება სისტემური და კომპექსური მიდგომა, რაც გულისხმობს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის სიკეთეების გამოყენებას, იმპორტჩანაცვლებადი დარგების სუბსიდირებას და ხელშეწყობას, ანტიდემპინგური და ანტიმონოპოლიური კანონის ამოქმედებას.