სტატიაში განხილულია, ქუთაისის ბოტანიკური ბაღის დეკორატიული მცენარეების დაზია-ნების გამომწვევი მიზეზები და მათ წინააღმდეგ გამოყენებული ბრძოლის მეთოდები. ჩვენს მიერ მიმდინარეობს ბოტანიკური ბაღის მერქნიან, ყვავილოვან-ბალახოვან მცენარეთა ფიტოსანიტარული რისკების დადგენა: დაზიანებული მცენარეების აღრიცხვა, ნიმუშების აღება, მავნე ორგანიზმების გამოვლენა, სახეობრივი რკვევა. წარმოდგენილია იდენტიფიცირებული ზოგიერთი მავნებლების გავრცელების არეალი, პოპულაციის განვითარების თავისებურებები და რეკომენდირებულია მათ წინააღმდეგ ბრძოლის შესაბამისი ღონისძიებები.