წარმოდგენილ ნაშრომში განხილულია კვების პროდუქტის ერთ-ერთი საინტერესო სახეობა - ტაბლეტირებული ჩაი, რომელიც მიიღება ძნელადრეალიზებადი ჩაის სახეებიდან - გამონაცერისა და ნამცეცისგან. მისი ქიმიური შემადგენლობის ამაღლება და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით გამდიდრება შესაძლებელია მცენარეული ნედლეულით - ბროწეულის ფოთლების ექსტრაქტის ჩართვით წარმოების პროცესში. დამუშავებული ტექნოლოგიური სქემა საშუალებას იძლევა მარტივად დამზადდეს მომხმარებლისთვის მისაღები კვების პროდუქტი. მიღებული ტაბლეტირებული ჩაი წარმოადგენს ორგანიზმისათვის საჭირო ნივთიერებებით შევსებულ პროდუქტს, რომელიც აგრეთვე შეიძლება გამოყენებულ იქნას სამკურნალო-პროფილაქტიკური დანიშნულებითაც. აღნიშნული პროდუქტის ყოველდღიურ რაციონში ჩართვა აამაღლებს ორგანიზმის იმუნურ სისტემას, შეავსებს ენერგოდეფიციტს, მიიღწევა გამაჯანსაღებელი ეფექტი.