ნაშრომში მოცემულია ველური ბალახოვანი ხალიჩოვანი მცენარის - ვერცხლისფერი პირთეთრას (Cerastium argenteum M. Bieb.) ქუთაისის ბოტანიკურ ბაღში ინტროდუქციის საკითხები. შესწავლილი იქნა მისი ბიოეკოლოგიური თავისებურებანი, კულტივაციის პირობები, გამრავლების ხერხები და საბაღო კომპოზიციებში გამოყენების პერსპექტივები. კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ეს მცენარე სრულად ეგუება ადგილობრივ პირობებს, კარგად მრავლდება ვეგეტაციური გზით და საკმაოდ ეფექტურია მთელი სავეგეტაციო წლის მანძილზე დეკორატიულ მებაღეობაში მისი გამოყენება.