ნაშრომში მოცემულია კვლევის შედეგები, რომელიც ჩატარდა იმერეთის პირობებში იონჯას მოსავლიანობაზე თესვის ვადების გავლენის დასადგენად. ცდის მსვლელობისას ტარდებოდა ფენოლოგიური დაკვირვებები და მოსავლის რაოდენობის აღრიცხვა. ფენოლოგიური ფაზებიდან ვაკვირდებოდით თესლის მასიურ აღმოცენებას, მასიურ ყვავილობას, გათიბვის პერიოდს. ვატარებდით აგ-რეთვე მოსავლის აღრიცხვას გათიბვის მიხედვით. აღირიცხებოდა მოსავლის როგორც ნედლი, ისე მშრალი მასის რაოდენობა. მოსავლის აღებას ვატარებდით მცენარის მასიური დაკოკრების ფაზაში.