სტატიაში წარმოდგენილია ჩვენს ქვეყანაში მეციტრუსეობის ინტესიფიკაციის მიზნით უვირუსო სარგავი მასალის მიღების ალტერნატიული მეთოდის - მიკრომყნობის განხორციელების მეთოდური საკითხების მიმოხილვა, რეალიზაციის მოსალოდნელი შედეგები და მომავლის პერსპექტივები. მიკრომყნობისათვის საძირედ გამოიყენება ტრიფოლიატას ახალგაზრდა აღმონაცენი, ხოლო სანამყენედ – ციტრუსოვანთა ახალგაზრდა ყლორტების ძალიან პატარა ზომის წვერო. აღნიშნულია, რომ ასეთი გზით მიღებული სარგავი მასალა უზრუნველყოფს ჯანსაღ, ძლიერ განვითარებულ და აქტიურად მსხმოიარე ციტრუსოვანთა პლანტაციების შექმნას. ამიტომ აუცილებელია ამ მიმართულებით სამუშაოების წარმოება, არსებულ ბიოტექნოლოგიურ ლაბორატორიებში კვლევების ინიცირება და ახალი ლაბორატორიების შექმნის ორგანიზება.