ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა რიგთაშორისების მოვლის ზოგიერთი ხერხის გავლენის შესწავლას თხილის ფესვთა სისტემისა და მიწისზედა ორგანოების განვითარებაზე სამეგრელოს პირობებში. კვლევებმა აჩვენა, რომ თხილის კულტურის შემთხვევაში, შავი აფსკის მულჩის გამოყენება ნიადაგის ტემპერატურაზე, წყლისა და თერმული რეჟიმის შენარჩუნებაზე დადებითად მოქმედებს; თხილის რიგთაშორისების მულჩირება შავი პოლიეთილენის აფსკით ფესვების ჰორიზონტალური მიმართულებით უკეთ განვითარების საშუალებას იძლევა, რაც ტენისა და საკვები ელემენტების შეთვისების ხელსაყრელ პირობებს ქმნის.