ნაშრომში წარმოდგენილია კვლევის შედეგები, რომელიც ითვალისწინებდა ფეიჰოას
კვირტების ბიოლოგიური მდგომარეობის გავლენის შესწავლას კალმების დაფესვიანებაზე იმერეთის (ბაღდათის) პირობებში. კერძოდ, ჩვენს მიერ შესწავლილი იქნა წყლის შემცველობა და
სხვა მაჩვენებლები ფეიჰოას ყლორტის ზონების მიხედვით, ყლორტის ცალკეული ნაწილის
კალმების რეგენერაციის უნარის შესასწავლად ჩვენს მიერ, ფეიჰოას ყლორტის ზონების მიხედვით აჭრილი იქნა კალმები და დაყენებული იქნა ცდები, აგრეთვე შესწავლილი იქნა კვირტების
სტადიურობის გავლენა ფეიჰოას კალმების დაფესვიანებაზე.
ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ფეიჰოას ყლორტის ფუძიდან წვეროს მიმართულებით განლაგებული კვირტების დაფესვიანების უნარი ყლორტის შუა ზონამდე თანდათან მატულობს, შემდეგ კი წვეროსაკენ – კლებულობს, რაც განპირობებულია კვირტებისა და მუხლთაშორისების სხვადასხვა ბიოლოგიური მდგომარეობით