დედამიწის ბიოსფეროში სოკოების ეკოლოგიური და ეკონომიური მნიშვნელობა ძალზე
დიდია. სათაფლიას სახელმიწფო ნაკრძალი ერთ-ერთი პატარა ნაკრძალია საქართველოს ნაკრძალთა შორის. მისი ფართობი სულ 330 ჰექტარია, ნაკრძალის ნიადაგურ-კლიმატური პირობები საშუალებას იძლევა ფლორის კარგად განვითარებისათვის. აქ სულ 67 სახის მერქნიანი და 482
სახის ბალახოვანი მცენარეა გავრცელებული. ფლორის მრავალფეროვნებამ განაპირობა მაკრომიტეტების მრავალფეროვნება. დღეს ჩვენს მიერ სათაფლიას სახელმწიფო ნაკრძალის ტერიტორიაზე აღწერილია 110 სახის მაკრომიტეტი. მასში შედის საჭმელად ვარგისი, შხამიანი და მიკორიზული მაკრომიცეტები.
მიკორიზული მაკრომიტეტების 35 სახეა ჩვენს მიერ აღწერილი რომლებიც გაერთიანებულია 10 გვარში.