სტატიაში განხილულია პამიდორის მაღალი და ხარისხიანი მოსავლის მიღების ერთ-ერთი ხერხი - ფორმირება (პიკირება). დაკვირვება გვიჩვენებს, რომ პამიდორის ბუჩქის პიკირება
დადებითად მოქმედებს მის სასაქონლო ღირებულებაზე. ყველაზე კარგ ნაყოფებს ინვითარებს
ერთღეროიანი ფორმა, სადაც ნაყოფის საშუალო მასა - 106 გრ. ორღეროიანი ფორმა მეორე ადგილზეა ნაყოფის საშუალო მასით - 87 გრ. და მესამე ადგილზეა სამღეროიანი ფორმა 75 გ. შედარებით წვრილ ნაყოფებს იძლევა პამიდორის ბუჩქის თავისუფალი ფორმა. გარდა ამისა ბუჩქის
თავისუფალი ფორმა იძლევა საგვიანო მოსავალს, ხოლო ერთღეროიანი ფორმა კი საადრეო მოსავალს, რომელიც სასაქონლო ხარისხითაც გამოირჩევა