საშიშროება დღითიდღე და განუწყვეტლივ იზრდება ახალი მავნე სახეობების აღმოჩენა-გააქტიურებისა და სხვა ქვეყნებიდან შემოჭრილთა ხარჯზე. ამასთან
გასათვალისწინებელია, რომ მავნებლებში მოიაზრება არამარტო მწერთა კლასის (>1
მლნ სახეობა) წარმომადგენლები, არამედ ტკიპები (0.5 მლნ), მოლუსკები, ნემატოდები და თაგვისნაირი მღრღნელებიც. ყველა მათგანი ხასიათდება სახეობათა
მრავალფეროვნებით. განსაკუთრებით სერიოზულ პრობლემებს უქმნის სოფლის მეურნეობას ადვენტური სახეობები, რომელთა ბიოეკოლოგიური თავისებურებები საქართველოს პირობებისათვის სრულიად უცნობია, რის გამოც მოსალოდნელია მათი
სრული აკლიმატიზაცია და მასობრივი გამრავლება და ბიოცენოლოგიური კავშირების გაფართოებაც კი.
ერთ-ერთ ასეთ სახეობას წარმოადგენს პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე
ჩრჩილი. უკანასკნელ პერიოდში გამოიკვეთა მოსახლეობის მოთხოვნის სწრაფი ზრდა
ბოსტნეულზე, ამ უკანასკნელზე დასახლებული შიდა საკარანტინო (შეზღუდულად
გავრცელებული) სახეობა ანადგურებს პომიდვრის კულტურის საასიმილაციო ზედაპირს, ნაყოფები ლპება და ტექნიკურ სიმწიფემდე ძირს ცვივა.
აღნიშნულიდან გამომდინარე ჩვენი კვლევის მიზანია, ადვენტურ სახეობებთან
ერთად, მარშრუტული გამოკვლევების გზით, დაზუსტდეს პომიდვრის სამხრეთ ამერიკული მენაღმე ჩრჩილის გავრცელება