ნაშრომში მოცემულია მდინარე კელასურის მარცხენა სანაპიროზე არსებული ბუნებრივი
კარსტული მღვიმეები და ნაკლებად ცნობილი V საუკუნის ისტორიული ძეგლი. აფხაზეთის დიდი კედელი, „კელასურის კედელი“, რომელიც იცავდა სამურზაყანოს ჩრდილო კავკასიის ხალხების შემოსევებისაგან.
ჩვენი ნაშრომის მიზანია გავაცნოთ საზოგადოებას აფხაზეთში მდინარე კელასურთან არსებული ღირსშესანიშნავი ადგილები - კარსტული მღვიმეები და „კელასურის კედელი“. ეს ადგილები ცნობილი იყო ჩვენთვის ადგილობრივი მოსახლეობისა და მეტ-ნაკლებად სოხუმში მყოფი ზოგიერთი ტურისტისათვის, საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის თანამშრომლებისა და სტუდენტებისათვის, რომლებიც ხშირად აწყობდნენ ლაშქრობებს და ექსკურსიებს.