იმერეთში მიწათმოქმედება და მეცხოველეობა ერთმანეთთან მჭიდროდ იყო დაკავშირებული, ამასთანავე რამდენადმე შეზღუდულიც. აქ აშენებდნენ ძროხას, ცხვარს, ცხენს, კამეჩს და
ღორს მდინარე ყვირილას ზედა წელის სოფლებში, თითქმის ყველას ჰყავდა კამეჩები, რომელიც
დღეს ძლიერ შემცირებულია. მსხვილფეხა პირუტყვი გამწევ ძალადაც გამოიყენებოდა. ძირითადად განვითარებულია რეგიონში მეძროხეობა და გამოირჩევა დიდი სამეურნეო–ეკონომიკური
მნიშვნელობით. აღსანიშნავია, რომ ბუნებრივი სავარგულების და განსაკუთრებით საძოვრების
მაღალი ხვედრითი წილი ზემო იმერეთშია, სადაც ხელშემწყობი კონკრეტული პირობები გამოიხატება მიწის რესურსების დამახასიათებელი სტრუქტურით, კერძოდ, მასში ბუნებრივი საკვები
სავარგულების მრავალფეროვნებით.
ბუნებრივი პირობები და ტურიზმის განვითარების პერსპექტივები მაქსიმალურად მოთხოვნად პირობად მიიჩნევს მეცხოველეობის განვითარებას, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის
გამრავლებასა, მხოლოდ ამით შეიძლება ხორცისა და რძის ნაწარმზე მოხმარების დაკმაყოფილება.