მიუხედავად იმისა, რომ 21–ე საუკუნეში ქიმიურმა სამკურნალო საშუალებებმა ასეთ მასშტაბებსა და წარმატებებს მიაღწია, საზოგადოებაში უფრო და უფრო აქტუალური ხდება ხალხური მეთოდებითა და ბალახეულით მკურნალობა. ალბათ არ არსებობს ამ სამყაროში ისეთი დაავადება, რომლის სამკურნალო საშუალება ბუნებაში არ იყოს. ასკილი ყველასთვის ცნობილია, როგორც С ვიტამინის ერთგვარი „საბადო“ – მასში ეს ვიტამინი 5–10–ჯერ უფრო მეტია, ვიდრე შავ
მოცხარში და 40–50–ჯერ მეტი, ვიდრე ლიმონში. შევისწავლეთ ასკილის ქიმიური შედგენილობა
საქართველოს სხვადასხვა ზონაში.