ხანგრძლივი კოლორიტული ეფექტის მიღწევა შესაძლებელია სხვადასხვა დროს მოყვავილე მცენარეების გაშენებით. ამ მხრივ საინტერესოა ბათუმის ბოტანიკური ბაღის ქვედა პარკის
ტერიტორიაზე არსებული ზოგიერთი მერქნიანი მცენარე. ჩვენს მიერ შერჩეულია ისეთი მერქნიანი მცენარეები რომლებიც ყვავილობენ სამი სეზონის განმავლობაში ადრე გაზაფხულიდან
შემოდგომის ჩათვლით. ამასთანავე მცენარეები შეგვიძლია დავყოთ 3 ჯგუფად: 1 ჯგუფში შედის
ისეთი მერქნიანები რომლებიც გამოირჩევიან ხანგრძლივი ყვავილობით (123 და 126 დღე), ესენია: შინაური ნანდინა და დიდყვავილა აბელია. მეორე ჯგუფში შედის ისეთი მერქნიანები რომლებიც გამოირჩევიან ხანმოკლე ყვავილობით (39 და 40 დღე), ესენია: ევროპული იუდას ხე და
მტევნისებური ჰორტენზია. მესამე ჯგუფში კი ისეთი მერქნიანები რომლებიც გამოირჩევიან საშუალო ყვავილობის ხანგრძლივობით (56-88 დღემდე), ესენია: ინდური როდოდენდრონი, ინდური იასამანი, ლანცეტისებური კალისტე