იმერეთი ერთერთია იმ რეგიონებს შორის საქართველოში, რომელსაც შიდა ტურისტების
ყველაზე დიდი რაოდენობა სტუმრობს თბილისის შემდეგ. მას შეუძლია შესთავაზოს კოვიდისაგან თავისუფალი სარეაბილიტაციო ზონები - ადგილები გამორჩეული სამკურნალო ფაქტორებით და ლანდშაფტის თავისებურებებით.
თუ გადავხედავთ წინა წლის მაჩვენებლებს შიდა ჯამური ვიზიტების 18.2% იმერეთზე
მოდის. პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ ერთერთი ყველაზე მონახულებადი ობიექტი იყო
პრომეტეს მღვიმე (10581 ვიზიტორი), სათაფლია (6002 ვიზიტორი), კინჩხას ჩანჩქერი (2017 ვიზიტორი), ოკაცეს კანიონი ( 5296 ვიზიტორი). .
წარმოდგენილი კვლევის მიზანი იყო დადგენა რამდენად მოთხოვნადი იყო დასვენება
სოფლად პანდემიის პირველი ტალღის შემდეგ და როგორ შეუწყო ამან ხელი ტურისტულ ბიზნეს სოფლად.
კვლევებმა გვიჩვენა, პოსტპანდემიურ რეალობაში (პანდემიის პირველი ტალღა) იმერეთისთვის პრიორიტეტული იყო ტირიზმის ისეთი მიმართულებები, როგორიცაა სოფლად ტურიზმი, ღვინის ტურიზმი, ეკოტურიზმი და სხვა. კორონავირუსის პანდემიამ შეცვალა ადამიანების ცხოვრება, შეხედულებები, უბიძგა ქალაქიდან სოფლებში, თავისი მიტოვებულ სახლებში
დაბრუნებისკენ, გაუჩინა სურვილი ნათესავებისა და ახლობლების მონახულების, სასოფლო -
სამეურნეო საქმიანობაში ჩართულობის და ამისგან სიამოვნების მიღების, ბუნების წიაღში ყოფნისა და ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრების. გამოკითხულთა უმრავლესობა ისვენებდა იმერეთის სოფლებში და ცხოვრობდა საკუთარ სახლში.
პანდემიამ ბევრი რამე შეცვალა ადამიანების ცხოვრებაში და პოსტპანდემიური ვითარებაც ალბათ იქნება განსხვავებული. თუმცა იმერეთის მაგალითზე დანამდვილებით შეგვიძლია
ვთქვათ, რომ არსებობს მზარდი მოთხოვნა ურთიერთობის, ოჯახის წევრებთან მეტი დროის გატარების, ახლობლებთან და მეგობრებთან ერთად ბუნების წიაღში და ჯანსაღ გარემოში დასვენების.