ნაშრომში განხილულია მიწავაშლას კულტურაზე აგროეკოლოგიური ფაქტორების გავლენა, ზრდა განვითარებასა და მოსავლიანობაზე, ლეჩხუმის მთის წინეთში ზღვის დონიდან 1000–1100მ–ზე. კვლევები ჩატარდა ზემო ლუხვანოს (ლეჩხუმი) საცდელ ბაზაზე სასოფლო სამეურნეო კოპერატივ „სოზალიას“ მწირ ნიადაგზე.; არ არის გამოყენებული სასუქები და ჰერბიციდები, მივიღეთ ეკოლოგიურად სუფთა ნედლეული. კვლევებმა აჩვენა რომ მიწავაშლა ზრდა–განვითარების ხელსაყრელ პირობებში ლეჩხუმის რაიონში საკმაოდ უხვმოსავლიან ხარისხიან პროდუქციას იძლევა. რომელიც მნიშვნელოვან რეზერვს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის ეკონომიკის ამაღლებისათვის