კვლევა ეძღვნება შპს „ჯეოფერტის“ მიერ წარმოებული ახალი ქართული ჰუმინური პრეპარატების (ჯეოჰუმატი, გეოორგანიკი და ჯეოსილიციუმი) 0,15% კონცენტრაციის სხნარებით კიტრის თესლებზე ზემოქმედებით მიღებული თესლნერგების ვეგეტატიური ორგანოების ზრდის ინტენსივობის შესწავლას და შესაბამისად, პრეპარატის ბიოლოგიური აქტივობის დადგენას. კვლევაში ასევე ჩართული იქნა ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი სხვა (9 დასახელების) ჰუმინური პრეპარატებიც. კვლევა ჩატარდა ГОСТ-54221-2010 მეთოდიკის მიხედვით.
დადგენილია სამივე ჰუმინური პრეპარატის მაღალი ბიოლოგიური აქტივობა ფოთლების საასიმილაციო ფართის, ღეროს სიგრძისა და ნათესარების წონის მიხედვით. გამოვლენილია ჰუმინური პრეპარატი გეოორგანიკი, როგორც მცენარეთა ზრდის საუკეთესო ხელშემწყობი.