აჭარის შავიზღვისპირა სუბტროპიკულ ზონაში, ციტრუსოვან კულტურებზე გავრცელებული მავნებლების მოქმედების შედეგად გამოწვეული ზიანი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა მეციტრუსე ფერმერებისათვის. იმისათვის, რომ წარმატებით ვებრძოლოთ მეციტრუსეობის დარგში სხვადასხვა მავნე ორგანიზმებს, აუცილებელია ზედმიწევნით ზუსტად ვიცოდეთ არსებობენ თუ არა მათ წინააღმდეგ აქტიური ენტომოფაგები, რომლებიც არეგულირებენ მავნებლების რიცხოვნობას და სწორედ ადგილზე არსებული მდგომარეობის მიხედვით უნდა განისაზღვროს ქიმიური პესტიციდების გამოყენების საკითხები. ნაშრომში წარმოდგენილია ინფორმაცია აჭარის სუბტროპიკულ ზონაში, ციტრუსოვან კულტურებზე ამჟამად გავრცელებული ძირითადი მავნებლებისა და მათ წინააღმდეგ შემორჩენილი ენტომოფაგების შესახებ. ჩატარებული კველვის ფარგლებში შესწავლილი იქნა, როგორც მავნე ორგანიზმების, ასევე ენტომოფაგების ბიოლოგიური განვითარებისა და გამრავლების სკითხები.