ბუნებრივი პირობების მრავალფეროვნების და მდიდარი ისტორიულ-კულტურული პოტენციალის გათვალისწინებით საქართველოს დიდი შესაძლებლობები აქვს აგროტურიზმის განვითარებისათვის.
კვლევის მიზანი იყო სოფლად ტურიზმის განვითარებისათვის განთავსებისა და სხვა ტურისტულ ობიექტებზე კომფორტული სასიციცხლო პირობების შექმნა, რაც გულისხმობს ესთეტიკურად სრულფასოვანი, ფუნქციონალურად გამართული და გააზრებული გარემოს შექმნას.
კვლევა განხორციელდა საველე პირობებში ვიზუალური შეფასებისა და ანალიზის მეთოდით. მოხდა სოფელ ქორენიშის ტერიტორიაზე არსებული, საოჯახო სასტუმროს ტერიტორიის კვლევა და გამწვანება კეთილმოწყობის პროექტის შესრულება. გათვალისწინებულ იქნა ობიექტებიდან არსებულ გარემოზე ხედების გახსნის საკითხები. გეგმარება ძირითადად შენობების მოსაზღვრე ტერიტორიებს და ცენტრალურ შემოსასვლელ ზონას შეეხო, ტერასიის ცენტრალურ ნაწილში გაშლილი ზონა მოეწყო, ოვალური ფორმის დამაკავშირებელი გზებით. ტერასის სამხრეთ ნაწილში, საყრდენ კედელსა და ვენახებს შორის წაგრძელებული ფორმის საცურაო აუზი დაიგეგმა. რეკონსტრუქციისათვის შემოთავაზებულ იქნა 36 დასახელების 298 ძირი დეკორატიული მერქნიანი მცენარე