ქართველი მეცნიერების მიერ სხვადასხვა პერიოდში ჩატარებული საველე ექსპედიციების და ლაბორატორიული კვლევების შედეგად გამოვლენილი, შესწავლილი და დარაიონებულია კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში ნუშის ადგილობრივი (ენდემური) ჯიშები: შირაქულა, შაქარა, თხელნაჭუჭა, ზილიჩა, ვახტანგური და ა. შ. დღეისათვის ნუშის სამრეწველო ბაღების გაშენება მიმდინარეობს ინტროდუცირებული ჯიშებით, რომელთა ნაწილი გამოყვანილია საქართველოში, ძირითადად კი იმპორტირებულია ესპანეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და საფრანგეთიდან. ეს ჯიშებია: სუპერნოვა, გენკო, გრანფერანი, სოლეტა, მარდია, ტუონოვა, კარმენი, პადრე, ბუტი, მისიონი, მარკონა, პენტა, ავიჯორი, მარინადა, კონსტანტი. დამამტვერიანებელი ჯიშებია: სისკო, ფრანკოეტი, ფერაგნესი, ლორენი, ფერაჯიო.
კვლევის მიზანს წარმოადგენდა ინტროდუცირებული ჯიშების ბიოლოგიური თავისებურებების მიხედვით ვერტიკალური ზონალობის შესაბამისად სამრეწველო ბაღების გაშენებისთვის აგროეკოლოგიური ზონის განსაზღვრა. კვლევა განხორციელდა კასპის მუნციიპალიტეტის სოფელ ერთაწმინდაში 2018-2019 წლებში გაშენებულ ბაღში, რომელიც მდებარეობს ზღვის დონიდან 1050 მეტრ სიმაღლეზე. ბაღი გაშენებულია სქემით: 5მX4მ.
კვლევის შედეგებმა აჩვენა რომ შესწავლილი ინტროდუცირებული ჯიშები ზრდაგანვითარების და მსხმოიარობის მიხედვით კარგ შედეგებს იძლევა შესაბამისი აგროტექნიკური ღონისძიებების გატარების პირობებში.