სტატიაში წარმოდგენილია ფიტოპათოგენური სოკოების მიერ ტოქსიკურ ნივთიერებათა გა-მოყოფის და მცენარეებზე ზემოქმედების თავისებურებები. დადგენილია რომ, ფაკულტატური პა-რაზიტი სოკოების პათოგენობა ბევრადაა დაკავშირებული მათ მიერ ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფაზე, ნეკროტროფული პარაზიტებისათვის დამახასიათებელია მცენარის ქსოვილების წი-ნასწარი დაზიანება ტოქსინებით, რაც უზრუნველყოფს შემდგომში მის აქტიურ მოქმედებას.
განხილულია, ზოგადი მონაცემები და კვლევის შედეგები სოკოების ტოქსიკურობის. ჩვენს მი-ერ შესწავლილია ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურების ჭკნობის გამომწვევი სოკოების Sclerotium rolfsii და Sclerotium cepivorum -ის ტოქსიკურობა. დადგენილია, მცენარეების ჭკნობის გამომწვევი სოკოები ცხოველმყოფელობის დროს გამოყოფენ ტოქსიკურ ნივთიერებებს, რომლებიც უარყოფითად მოქმედებენ ზოგიერთი სოკოების სპორების გაღივებაზე და მცენარის ქსოვილებში იწვევენ მთელ რიგ პათოლოგიურ ცვლილებებს.