აგროეკოლოგიური გარემო იმერეთში აგროლანდშაფტის მრავალფეროვნებით გამოირჩევა. აქ ნიადაგურბიოკლიმატურ პირობების შესაბამისად ყალიბდება მრავალწლიან და ბოსტნეულ კულტურათა სავარგულში სარეველების გამრავლების პროცესი. რეგიონში გავრცელებული სარეველები როგორიც არის: მამულა, ბირკა, ჭანგა, აბრეშუმა, ძურწა, ნაცარქათამა, ხვართქლა. მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა სისტემაში განსაზღვრულია სხვადასხვა ხერხები და ფორმები. სარეველების გავრცელების არეალში ჩნდება მცენარეთა დაავადებები სავარგულის ტიტის შესაბამისად. ბრძოლის ღონისძიებათა სისტემაში გარკვეულწილად ქიმიურ მეთოდს იყენებენ. მაღალეფექტურია მიკრობიოლოგიური საშუალებების, ბუნებრივი ენტომოფაგების გამოყენება.